აჭარაში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 15 პაციენტი
ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 15 პირი. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, რეგიონის კოვიდკლინიკაში დღეის მდგომარეობით 100 ინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის კრიტიკულად იმყოფება 5 პირი.
კოვიდსასტუმროში 25 ადამიანია მოთავსებული, ხოლო ონლაინკლინიკაში 73 ადამიანია მოთავსებული.