აბაშაში ახალგაზრდამ 60 წლის ქალზე სექსუალურად იძალადა და მიიმალა – დაწყებულია გამოძიება
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სუჯუნაში 60 წლის ქალზე თანასოფლელმა, ახალგაზრდა მამაკაცმა სექსუალურად იძალადა.
სავარაუდო დამნაშავე ადგილდან მიიმალა.
როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, პოლიციას დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირის ვინაობა დადგენილი აქვს და მიმდინარეობს ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს.