ქვემო ქართლში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 10-ით გაიზარდა

ქვემო ქართლის რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ ვებგვერდზე Stopcov.ge გაავრცელა.

“დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 395 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 194 შემთხვევა, აჭარა – 21, იმერეთი – 73, ქვემო ქართლი – 10, შიდა ქართლი – 28, გურია – 20, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 17, კახეთი – 27, მცხეთა-მთიანეთი – 4, სამცხე-ჯავახეთი – 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1”,- ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება გარდაცვლილებს, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 9 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები