როგორია ცაგერში ავარიისას დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა-ექიმის კომენტარი

ქუთაისი-ცაგერის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე, სოფელი აღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა. „რეგონულ კვირას“ ცაგერის რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის საავადმყოფოს მენეჯერმა მირანდა ბაბლოვანმა განუცხადა, რომ საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ ორი პაციენტი იქნა შეყვანილი, ერთი კი თვითდინებით მივიდა.

„სასწრაფოს მიერ შემოყვანილი პაციენტების მდგომარეობა მძიმეა, მათ აღენიშნებათ მრავლობითი ტრამვები, ტრამვული შოკი, ერთი მათგანი სასიცოცხლო ჩვენებით უმალვე იქნა გადაყვანილი ქუთაისში კატასტროფის მანქანით, მეორე პაციენტზე გამოძახებულია კიდევ ერთი ბრიგადა, მესამე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და იმყოფება დაკვირვების ქვეშ, უტარდება გადაუდებელი სასწრაფო დახმარება. ჩვენთან გარდაცვლილი პაციენტი არ შემოუყვანიათ“,-განაცხადა მირანდა ბაბლოვანმა.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები