ოჯახური კონფლიქტის დროს დაღუპული ჩვილის საქმეზე დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

გურჯაანში, ოჯახური კონფლიქტის დროს დაღუპული 8 თვის ჩვილის საქმეზე ზურაბ შავლიაშვილს, ბრალი ოფიციალურად, ყვარლის
პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში წარედგინა.

დაკავებულის ადვოკატის ინფორმაციით, მამაკაცი დანაშაულს არ აღიარებს.

შეგახსენებთ, შემთხვევა გურჯაანში მოხდა, რა დროსაც მამაკაცმა ცოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც ბავშვი გარდაიცვალა.

მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით შესაბამისი ექსპერტიზაა დანიშნული.

მომხდარზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ძალადობას გულისხმობს.

დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების განსაზღვრის საკითხზე გურჯაანის სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები