ზუგდიდის საავადმყოფოდან კოვიდინფიცირებული პაციენტი გაიქცა

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოდან პაციენტი გაიქცა. ინფორმაციას სამედიცინო დაწესებულებაში ადასტურებენ.

კლინიკას დღეს მიმართა პაციენტმა, რომელსაც აღენიშნებოდა ინტოქსიკაცია. მას გეგმიური გამოკვლევით, კორონავირუსი დაუდასტურდა. რის შემდეგაც პაციენტმა კლინიკა დატოვა.

“პაციენტი არ დაემორჩილა უსაფრთხოების ნორმებს, პირბადის ტარებას თუ სხვა წესს, რის შემდეგაც კლინიკა თვითნებურად დატოვა. შემდეგ ვაცნობეთ პოლიციას”, – უთხრეს “რეგიონულ კვირას “ევექსის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

გაქცეული პაციენტი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ შეაჩერეს. რის შემდეგაც ის კლინიკაში გადაყვანას დაექვემდებარა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში “რეგიონულ კვირას” უთხრეს, რომ პაციენტი ამჟამად თერჯოლის სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ. პაციენტი შუახნის ქალია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები