ომარ ტაკიძემ შუახევის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის თანამშრომელს იუბილე მიულოცა
შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემრულებელმა ომარ ტაკიძემ, მოადგილე რუსუდან შავაძესათან ერთად 70 წლის იუბილე კულტურის ცენტრის თანამშრომელს გულიკო ზოსიძეს მიულოცა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ცნობით, გულიკო ზოსიძე 1971 წლიდან მუშაობს მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სამსახურებში. 2008 წლიდან დღემდე შუახევის კულტურის ცენტრის თანამშრომელია. ამჟამად, სამუზეუმო–საბიბლიოთეკო განყოფილებაში მუშაობს ოპერატორად.
იუბილარს, ომარ ტაკიძემ მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტისთვის, 50 წლის განმავლობაში, გაწეული ღვაწლისთვის და სიმბოლურად საჩუქარი გადასცა.