რას ამბობს სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებული გერმანიაში დროებით დასაქმებაზე
საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში დროებით, სამი თვის განმავლობაში ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ. აღნიშნული საკითხი „რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას დადებითად შეაფასა სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულმა. ბესიკ ამირანაშვილის განმარტებით, გერმანიაში სეზონური სამუშაოები 1-ლი აპრილიდან დაიწყება. რეგისტრაციის გავლა სპეციალურ ვებგვერდზე მთელი წლის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.
„ყველაზე მნიშვნელოვანი ამ შეთანხმებაში ისაა, რომ ჩვენი მოქალაქეები იქნებიან უსაფრთხოდ და მათ ექნებათ გარანტირებული სამუშაო გერმანიაში. მათზე პასუხისმგებელი იქნება სახელმწიფო. ჩვენი რეგიონისთის ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროექტი, რადგან გერმანიაში დასაქმება ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას. საკმაოდ მაღალია აღნიშნულ პროექზე დაინტერესება. სამხარეო ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს, რათა მოხდეს მოსახლეობის სრულყოფილად ინფორმირებულობა და ამისთვის ყველა საშუალებას ვიყენებთ. გამოვყეთ თანამშრომლებიც, ვინც ისეთ ადამიანებს, ვისაც კომპიუტერზე წვდომა არაქვს, დაეხმარებიან და დაარეგისტრირებენ“,- განუცხადა „რეგიონულ კვირას“ სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულმა.
„რეგიონული კვირასთვის“ უკვე ცნობილია, თუ რამდენი ადამიანი დარეგისტრირდა პორტალზე და რამდენმა გამოთქვა სურვილი გერმანიაში დასაქმების მიმართ სამცხე-ჯავახეთიდან . სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსის, გიორგი მიქელაძის ინფორმაციით, აღნიშნულ პორტალზე რეგისტრაცია რეგიონიდან ამ ეტაპზე დაახლოებით 3 699 ადამიანმა გაიარა.
უფრო მეტი დეტალი, გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმების თაობაზე, ნახეთ „რეგიონული კვირას“ მომზადებულ სიუჟეტში.