რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა იაპონიის საელჩოში დაფინანსებულ პროექტს ხელი მოაწერა
სახელმწიფო რწუნებული პარმენ მარგველიძე იაპონიის ელჩის რეზიდენციაში იმყოფებოდა, სადაც იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის (GGP) ფარგლებში დაფინანსებულ პროექტს ხელი მოაწერა. ინფორმაციას ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის სახელმწიფო ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე განმარტებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში თაფლის ტესტირების ლაბორატორიის შექმნა იგეგმება, რაც ადგილობრივი ფერმერების მიერ მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებას გაზრდის. პროექტს განმახორციელებელი ორგანიზაცია – აგრო-სერვის კონსალტინგი (ASC) ანხორციელებს, დასახარჯი ბიუჯეტი 82,252 აშშ დოლარს შეადგენს.
„აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს რეგიონის განვითარების ხელშეწყობას, ადგილობრივი თემებისთვის ეკონომიკური და სოციალური შესაძლებლობების გაძლიერებას. ასევე, მოსახლეობისთვის მუნიციპალური სერვისების უფრო ეფექტური, შედეგიანი და მდგრადი გზებით მიწოდების უზრუნველყოფა”, აცხადებენ სახელმწიფო ადმინისტრაციაში