„კარიტასმა“ ონის მუნიციპალიტეტს საჩუქრები გადასცა
ჩეხეთის ორგანიზაცია „კარიტასმა“ ონის მუნიციპალიტეტს საჩუქრად 60 ცალი 1100 ლიტრი ტევადობის მეტალის ურნა გადასცა. ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს. მათი განმარტებით, მაღალმთიან რაჭაში, ნარჩენების მართვის საკითხი – ერთ ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და აღნიშნული საჩუქარი მნიშვნელოვანი შენაძენი-“
„ ამ ეტაპზე ჩეხეთის კარიტასმა ონის მუნიციპალიტეტს 60 ცალი 1100 ლიტრიანი მეტალის ურნა გადასცა, თვის ბოლოს კი ონის მერია ჩეხეთის კარიტასისგან დამატებით 135 ცალ 240 ლიტრიან ურნას და 7 კუბური მეტრის მოცულობის მაღალი გამავლობის სეპარირებული ნარჩენის შემგროვებელ მანქანას მიიღებს საჩუქრად“,-განაცხადეს მერიაში.
ცნობისთვის, პროექტი „ მწვანე აქტივობების მხარდაჭერა ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის განვითარების გზით“ სლოვაკეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.