ბათუმში, ე.წ. იაფი სახლის კორპუსებში მოქალაქეები შეიჭრნენ

ბათუმში, ,,იაფი სახლის” საცხოვრებელ კორპუსში მოქალაქეები შეიჭრნენ. ისინი ამბობენ, რომ სოციალურად დაუცველები არიან და ფართების გადაცემას ითხოვენ. ადგილზე სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქინდა ადგილი. “რამდენიმე დღეა საჭმელიც არ მიჭამია. ადგილზე სამართალდამცავები და ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები არიან მობილიზებული. “ეს პროგრამა გათვალისწინებულია ბათუმში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის. ეს 4 კორპუსი აშენებულია მერიის პროგრამით და იქ არის მისი კრიტერიუმები. ოჯახს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ 15 წლის განმავლობაში იხადოს ამ სახლის გადასახადი” – განუცხადა მერის მოადგილემ შენობაში თვითნებურად შეჭრილ მოსახლეობას. როგორც ,,რეგიონულ კვირას” ბათუმის მერიაში განუცხადეს, არ შეიძლება ამ ფორმატით საკუთრების გადაცემაზე საუბარი. მათივე განმარტებით, მოქალაქეებმა განცხადება უნდა დაწერონ, შეისწავლიან და დადებითი პასუხის შემთხვევაში დაკმაყოფილდებიან.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები