განწირული ხმით ვყვიროდი, მეზობლებო, მიშველეთ, ბავშვს მომიკლავს-მეთქი, არავინ მომეშველა, – ამის შესახებ, გურჯაანში ოჯახური კონფლიქტის ფაქტზე, გარდაცვლილი 8 თვის ბავშვის დედამ განაცხადა.
გარდაცვლილი ბავშვის დედა ასევე აცხადებს, რომ მეუღლემ ბავშვი ხელიდან გამოგლიჯა.
„აიყვანა და აჯანჯღარებდა რა ძალაც ჰქონდა. განწირული ხმით ვყვიროდი, „ხალხო მიშველეთ“ არავინ არ მიშველა, განწირული ხმით ვყვიროდი, მეზობლებო, მიშველეთ, ბავშვს მომიკლავს-მეთქი, არავინ არ მომეშველა. რომ გამოვედი დილით, ყველამ მე გადამიარა, ვითომ ბავშვი მე მოვკალი“, – აცხადებს გარდაცვლილი ბავშვის დედა.
რაც შეეხება, 8 თვის ბავშვის გარდაცვალების მიზეზს, ბავშვის დედა აცხადებს ქმარმა ხელიდან რომ გამოგლიჯა, „ეტყობა ისეთ არტერიაში მოარტყა… ახალი ნაჭამი ჰქონდა და ეტყობა, ყელში მოუხვდა და გაგუდა“.
შეგახსენებთ, მამაკაცმა გურჯაანში ცოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, 8 თვის შვილი კი, რომელიც ამ დროს დედას ხელში ეკავა, გონების დაკარგვის შემდეგ გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მამაკაცი გუშინ დააკავა. მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.