თელავში დედის, მამისა და ბებიის მკვლელობისათვის ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

დედის, მამისა და ბებიის მკვლელობაში ბრალდებულ, ალექსანდრე აბრამიშვილს, თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე, ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების სახით, დატოვებას, მისივე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ითხოვდა, რასაც მოსამართლე არ დაეთანხმა. სხდომას ბრალდებულიც ესწრებოდა, რომელმაც დუმილის უფლება გამოიყენა. შემდეგი სასამართლო სხდომა 27 აპრილს გაიმართება. შეგახსენებთ, მკვლელობა 7 მარტს თელავში, გოშაძის ქუჩაზე მოხდა, რა დროსაც 27 წლის ალექსანდრე აბრამიშვილმა, რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1960 წელს დაბადებულ მამას, 1963 წელს დაბადებულ დედას და 1935 წელს დაბადებულ ბებიას. სამივე მთგანი ადგილზე გარდაიცვლა. საქმეზე გამოძიება, 11-პრიმა 109 მუხლის მეორე ნაწილის ,,ვ” ქვპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და 236- მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრებას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები