შიდა ქართლში ახალგაზრდული მუშაკების გადასამზადებელ კურსისთვის მიღება გრძელდება
სურამის ახალგაზრდული სახლი აგრძელებს შიდა ქართლში მცხოვრები/მომუშავე ახალგაზრდული მუშაკების გადასამზადებელი კურსისთვის აპლიკანტების მიღებას! კონკურსის ფარგლებში შეირჩევა 18 მონაწილისგან შემდგარი ორი ჯგუფი, რომლებიც გადამზადდებიან საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაციის მიერ მომზადებული პროგრამით. გადამზადების პროგრამა შედგება რეზიდენციული ტიპის სასწავლო კურსისგან, პრაქტიკის ფაზისა და მენტორინგისგან. რეზიდენციული ტიპის სასწავლო კურსს მონაწილეები გაივლიან სურამის ტრეინინგ ცენტრში, ორ ნაკადად, სხვადასხვა თარიღებში (22 მარტი – 28 მარტი და 29 მარტი – 04 აპრილი). ტრეინინგ კურსში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია შეავსოთ აპლიკაცია 16 მარტის ჩათვლით, აპლიკაცია და დეტალური ინფორმაცია გადასამზადებელ პროგრამასთან დაკავშირებით იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/SuramiYouthHouse/ პროექტი ახალგაზრდული მუშაობა @ ციფრული სამყარო მიზნად ისახავს ახალგაზრდული საქმიანობისა და არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობას შიდა ქართლში (და არა მარტო) მოქმედი და დამწყები ახალგაზრდული მუშაკების გაძლიერების მეშვეობით. პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებია: ხაშური, კასპი და გორი, მისი მომიჯნავე სოფლების, დაბებისა და დასახლებების ჩათვლით. პროექტის ფარგლებში შექმნილი ციფრული ახალგაზრდული მუშაკის კომპეტენციების ჩარჩო დოკუმენტი და რესურსები კი ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.