ქვემო ქართლში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 15-ით გაიზარდა
ქვემო ქართლის რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ ვებგვერდზე Stopcov.ge გაავრცელა.
“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 513 ახალი შემთხვევიდან რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში გამოვლენილია 5 ახალი შემთხვევა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov.ge-ზე განახლდა. აჭარა -30, იმერეთი -88,ქვემო ქართლი -15, შიდა ქართლი -44,გურია -15, სამეგრელო – ზემო სვანეთი -26, კახეთი -16, მცხეთა-მთიანეთი -7, სამცხე-ჯავახეთი -3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -5”, – ნათქვამია განცხადებაში.