რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში კორონავირუსის 5 ახალი დადასტურებული შემთხვევაა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 513 ახალი შემთხვევიდან რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში გამოვლენილია 5 ახალი შემთხვევა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov.ge-ზე განახლდა. აჭარა -30, იმერეთი -88,ქვემო ქართლი -15, შიდა ქართლი -44,გურია -15, სამეგრელო – ზემო სვანეთი -26, კახეთი -16, მცხეთა-მთიანეთი -7, სამცხე-ჯავახეთი -3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -5.

მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების ცაგერის, ამბროლაურის, ლენტეხისა და ონის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტები „რეგიონულ კვირასთან“ განმარტავენ, რომ ბოლო 24 საათის მანძილზე დადასტურებული 5 ახალი შემთხვევიდან ცაგერში ერთი, ონსა და ამბროლაურში 4, ლენტეხში კი არცერთი დადასტურებული შემთხვევაა. „ცაგერში გამოვლენილი ერთი ახალი შემთხვევა თვითიზოლაციაში მყოფ პიროვნებას უკავშირდება, ამიტომ გადამდებლობის რისკი მინიმალურია“,-აცხადებს ცაგერის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი თეა გურგუჩიანი.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში ამ მომენტისთვის თვითიზოლაციაში 60-მდე ადამიანი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები