კახეთში კოვიდ-19-ის 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში გამოვლენილი 513 კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევიდან 16 კახეთში გამოვლინდა.
ამის შესახებ ინფორმაცია,
მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
” დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 513 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 264 შემთხვევა, აჭარა – 30, იმერეთი – 88, ქვემო ქართლი – 15, შიდა ქართლი – 44, გურია – 15, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 26, კახეთი – 16, მცხეთა-მთიანეთი – 7, სამცხე-ჯავახეთი – 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5″,- აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 12 ადამიანი გარდაიცვალა, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი, ვირუსს ჯამში 3 613 პირი ემსხვერპლა.