თელავი-ახმეტის გზაზე ავარიის შედეგად 3 ადამიანი მძიმედ დაშავდა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში ავარიის შედეგად სამი მამაკაცი მძიმედ დაშავდა.

შემთხევა ცოტა ხნის წინ ახმეტა- თელავის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.

,,რეგიონალური კვირის” ინფორმაციით, “ოპელის” მარკის ავტომობილი “ჰონდას” მარკის მანქანას შეეჯახა, რა დროსაც მძღოლმა და მგზავრებმა სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები და მოტეხილობები მოიღეს.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გადაჭარებული სიჩქარე გახდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები