ქარელში 50 ბავშვზე გათვლილი ბაღი აშენდება

ქარელში,ახალგაზრდობის ქუჩაზე, დევნილთა დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე 50 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. მიმდინარე სამუშაოები დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა, დანიის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის პროგრამების ხელმძღვანელმა ნინო ხოხობაიმ, შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორმა მამუკა საღარეიშვილმა, ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა და ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა დუგლაძემ მოინახულეს. აღნიშნული საბავშვო ბაღის სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები 2021 წელს დასრულდება. გერმანიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი, დევნილთა სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობასთან ერთად, მათ გრძელვადიან განსახლებას, ეკონომიკურ და საგანმანათლებლო გაძლიერებას ითვალისწინებს. პროექტს ლტოლვილთა დანიის საბჭო, საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები