სამცხე-ჯავახეთის კოვიდკლინიკაში 14 პაციენტი მკურნალობს

სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით კიდევ 2 პირი დაინფიცირდა. სულ ინფიცირებულთა რაოდენობა 4 708 გახდა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში დაფიქსირდა 2 ახალი შემთხვევა. აქედან ერთი ადიგენში, მეორე კი ახალციხეში გამოვლინდა.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსის, გიორგი მიქელაძის განმარტებით, გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 5 პირი და მიმდინარეობს მოკვლევა.
როგორც გიორგი მიქელაძემ „რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას განმარტა, თვითიზოლაციაში იმყოფება 38 პირი: ადიგენის – 12 პირი; ახალციხე – 6 პირი; ახალქალაქი – 11 პირი და ბორჯომის – 9 პირი.
ცნობისთის, ამ ეტაპზე სამცხე-ჯავახეთში კოვიდ კლინიკაში 14 პაციენტი მკურნალობს.
შეგახსენებთ, რომ რეგიონში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პირი გამოჯანმრთელდა. სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 4 624-ს მიაღწია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები