დღეს, ღამის საათებში ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძიდან გეგუთის სატრანსპორტო კვანძამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

9 მარტის 21:00 საათიდან 10 მარტის 06:00 საათამდე ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძიდან გეგუთის სატრანსპორტო კვანძამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამტრედიის მონაკვეთების 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზების მიზნით ფროექტი ხოციელდება. კომპანია „ბლექ სი გრუპის“ მიერ, 9-10 მარტს დაგეგმილია საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 223-ე კმ-ზე სარკინიგზო გადასასვლელზე რკინა/ბეტონის კოჭების ტრანსპორტირებისა და მონტაჟის სამუშაოები. აღნიშნულის მიზნით, აუცილებელია აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობის ჩაკეტვა 216-ე კმ-ზე მდებარე ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძიდან, 228-ე კმ-ზე მდებარე გეგუთის სატრანსპორტო კვანძამდე.

„აღნიშნული მონაკვეთის ჩაკეტვა განხორციელდება 2021 წლის 9 მარტის 21:00 საათიდან 10 მარტის 06:00 საათამდე პერიოდში (9 საათით). დროის აღნიშნულ პერიოდში აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძის გამოყენებით, ნიკეას ქუჩისა და ქალაქ ქუთაისის გავლით გადაადგილდება დასავლეთის მიმართულებით. ხოლო, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი გადაადგილდება არსებული სქემით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით“, – აცხადებენ დეპარტამენტში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები