ახალგაზრდობის სააგენტოსა და ახალციხის მერიის თანამშრომლობით ქალაქში მცირე ახალგაზრდული სივრცე გაიხსნება
ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა რევაზ ჩარკვიანმა, მუნიციპალური ახალაგზრდობის პოლიტიკის რეფორმის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ახალციხის მერია ავრცელებს.
“შეხვედრას, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ლომიძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე, სამხარეო ადმინისტრაციის, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ”,-აღნიშნულია განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის მშენებლობის პროცესი და მიღწეული შედეგები, რაც სააგენტოსა და საპილოტე მუნიციპალიტეტის თანამშრომლობით გაკეთდა. იმსჯელეს ასევე მუნიციპალიტეტში ჩატარებული ახალაგზრდების საჭიროებებების კვლევის შედეგებზე, რაზეც დაფუძნებულია ახალგაზრდობის სტრატეგიის დოკუმენტის განახლება.
გარდა ამისა, შეხვედრის ერთ–ერთი მთავარი თემა იყო ახალციხის მუნიციპალიტეტში მცირე ახლაგაზრდული სივრცის გახსნა, რომელიც ახალგაზრდობის სააგენტოსა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი თანამშრომლობით, ქალაქს მალე შეემატება. ამისთვის სააგენტომ პირველადი ტექნიკური აღჭურვილობა და ექსპერტული დახმარება გამოყო, რათა ახალაგზრდული სივრცეების კონცეფცია სწორად და მიზნობრივად დაიგეგმოს.