გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა. სასამართლომ დამნაშავედ ცნო 3 პირი და მათ 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ასევე გამამტყუნებელი განაჩენი დადგა არჩილ გაგნიძის ნაწილზეც და მოსამართლემ მასაც 16 წელი მიუსაჯა.
განაჩენი მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ და მოსამართლემ ბიძინა სტურუამ გამოაცხადა. დაკავებულთაგან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი მოქმედებს და განაჩენი დახურულ კარს მიღმა გამოცხადდა, რომელიც 16 მარტს გახდება ცნობილი.