საერთაშორისო ექსპერტებმა აჭარის ნაგავსაყრელის კონსერვაციაზე მუშაობა დაიწყეს

ჭარაში არსებული ნაგავსაყრელის კონსერვაციაზე საერთაშორისო ექსპერტებმა მუშაობა დაიწყეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, EBRD-ის მიერ შერჩეული ექსპერტები უკვე აჭარაში იმყოფებიან და რეგიონში არსებული ნაგავსაყრელის კონსერვაციაზე მუშაობა დაიწყეს. კერძოდ, კომპანია ICP-ის საერთაშორისო გუნდის ხელმძღვანელს, ლუდვიგ შტრეფს და პროექტის დირექტორს, ვირჟინი ჰერბსთის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ჯაბა ფუტკარაძე, ქალაქ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელ არჩილ ჩიქოვანთან ერთად შეხვდა. ,სამუშაო შეხვედრაზე ვისაუბრეთ აჭარაში მყარი ნარჩენების ობიექტის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ნარჩენების მართვის სტრატეგიის დოკუმენტის მომზადებას და რეგიონში არსებული 3 არასტანდარტული ნაგავსაყრელის კონსერვაციის გეგმის შესახებ. აჭარაში თანამედროვე სტანდარტების ნარჩენების მართვის პირველი ობიექტის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს”,- განაცხადეს სამინისტროში. შეგახსენებთ, რომ პროექტი ითვალისწინებს: ბათუმსა და ქობულეთში არსებული არასტანდარტული ნაგავსაყრელების დახურვას, მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვასა და აჭარაში და სოციალური, ტურისტული გარემოს გაუმჯობესებას.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები