ქუთაისის მერიასთან გამართულ აქციაზე აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება იყო
ხმაური იყო ქუთაისის მერიასთან. აქციის მონაწილეებმა, რომლებიც “ტვ პირველის” გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს აპროტესტებდნენ, ქუთაისის მერთან შეხვედრა მოითხოვეს. უარის შემდეგ მერიასთან წარწერის გაკეთება სცადეს, რისი უფლებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. აქციის მონაწილეების თქმით, მათ სურდათ დაეწერათ “ბერა სატანა” და ამ ფორმით გამოეხატათ პროტესტი.
ცნობისთვის მერიასთან შეკრებილები ვადამდელ არჩევნებს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხივდნენ.