დავით ჩიკვაიძემ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაცის აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა თათბირზე სხვადასხვა პროგრამებისა და პროექტების მიმდინარეობის მდგომარეობა წარადგინეს.

ონის მერმა შეხვედრის მონაწილეებს ის მნიშვნელოვანი სიახლეები და დაგეგმილი პროექტები გააცნო, რომლებიც მუნიციპალიტეტში უნდა განხორციელდეს და ადგილობრივების ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს . საუბარი მუნიციპალიტეტში არსებულ სოციალურ – ეკომომიკურ მდგომარეობას , „სოფლის მხარდაჭრის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრების მიმდინარეობას და სხვა აქტულური საკითხებსაც შეეხო.
მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა თავიანთ სფეროებში მიმდინარე სიახლეები ხელმძღვანელობას გააცნეს და უახლოეს პერიოდში დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაციები წარადგინეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები