წითელ ხიდზე არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს
წითელ ხიდზე არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 3 409 ლარი შეეფარდა.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „წითელი ხიდი“, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქის, ვ.მ.-ს კუთვნილი სატვირთო ავტოტრანსპორტის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული მობილური ტელეფონები და სხვადასხვა დასახელების საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონელი გამოვლინდა.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 3 409 ლარი შეადგინა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 3 409 ლარი შეეფარდა“, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.