კოვიდ 19-ის საპრევენციო ღონისძიებები და სოფლის კრებებზე განხილული პრობლემები – ამბროლაურის მერიაში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერმა ზვიად მხეიძემ სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, თათბირზე სამსახურების ხელმძღვანელებმა კონკრეტული სფეროების მიხედვით გაწეული სამუშაოები განიხილეს.

მუნიციპალიტეტის მერმა ამბროლაურში დაგეგმილ მსხვილმასშტაბიან პროექტებზე ისაუბრა, ყურადღება ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში განხორციელებულ შეხვედრებზე გაამახვილა და სოფლის კრებებზე დასმული პრობლემური საკითხები განიხილა.

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები ყველა თემში დასრულდა და თითოეულ სოფელში განსახორციელებელი პროექტი მათთან გამართული კონსულტაციების შედეგად შეირჩა“,-აღნიშნა ზვიად მხეიძემ.

მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე კოვიდ 19-ის საპრევენციო ღონისძიებების მიმდინარეობაც განიხილეს. ზვიად მხეიძემ შესაბამის სამსახურებს მონიტორინგის განახორციელების დავალება მისცა,რათა მაქსიმალურად მოხდეს შემუშავებული რეკომენდაციებისა და რეგულაციების დაცვა.

“თათბირზე სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მიმდინარეობაც მიმოიხილეს და ამ მიმართულებით დაგეგმილ ინიციატივებზე ისაუბრეს.
ამბროლაურის მერმა, სამსახურების ხელმძღვანელებს პრობლემურ საკითხებზე დროული რეაგირებისკენ მოუწოდა”, – ნათქვამი  მერიის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები