ნათია თურნავა: მზადდება საგნობრივი პაკეტი, რომ “ნამახვანი ჰესის” ინვესტორმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა აიღოს მოსახლეობის წინაშე

“ნამახვანი ჰესთან” მიმართებით კრიტიკა ჩვენ შეგვიძლია გავყოთ სამ ბლოკად, – ამის შესახებ ნათია თურნავამ პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ისაუბრა.

„პირველი, ესაა ზოგადად უარყოფითი მიდგომა ჰესების მიმართ, „არა ჰესებს“, მეორე ნაწილია ჰომოფობიური და ქსენოჰობიური დამოკიდებული უცხოელი ინვესტორის მიმართ და მის წინააღმდეგ მიმართული რიტორიკა. მესამე ნაწილია უფრო საქმიანი, კონსტრუქციული მიდგომა რომელიც შეეხება კონკრეტულად პროექტის დეტალებს, კვლევებს, ხელშეკრულებასა და ა.შ“, – აღნიშნა თურნავამ.

ამასთან მინისტრმა განმარტა, რომ მზადდება საგნობრივი პაკეტი, რომ ინვესტორმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა აიღოს მოსახლეობის წინაშე. „უფრო მეტი ჩართულობა გვინდა უზრუნველვყოთ და ამასაც წარმოგიდგენთ უახლოეს დღეებში, როგორც კვლევების გადამოწმების, ისე მშენებლობის ზედამხედველობაში. ეს საკითხები გადაწყდება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით და ჩვენ ამ წინადადებებს წარვადგენთ. ეს იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება გამონათქვამები, რომ ჰიდროენერგეტიკა არ გვინდა, არ იქნება არაკორექტული გამონათქვამები უცხო ქვეყნის ინვესტორების მიმართ“, – აღნიშნა თურნავამ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები