ნათია თურნავა: “ნამახვანი ჰესის” პროექტი საფუძვლიანადაა შესწავლილი, შესაბამისი ნებართვა მხოლოდ 5 წლის შემდეგ გავეცით

საკუთარი ენერგეტიკის განვითარება გადის მსხვილ ენერგოპროექტებზე, შესაბამისად, “ნამახვანი ჰესი” არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამ თვალსაზრისით, – ამის შესახებ ნათია თურნავამ პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ისაუბრა.

„ნამახვანი ჰესის“ მნიშვნელობა არის იმაში, რომ ეს არის ე.წ. მარეგულირებელი სადგური. მოდინებაზე არსებულ სადგურებთან შედარებით, აქვს შესაძლებლობა თავისის წყალსაცავის მეშვეობით, დააგროვოს ენერგია ზაფხულში და უფრო მეტად გამოიმუშავოს მაშინ, როცა ეს უფრო მეტად დასჭირდება ქვეყანას ად ჩვენს ელექროენერგეტიკულ სისტემასა და დისპეტჩერს. 1,5 მილიარდი კილოვატ/საათის გამომუშავება ძალიან კარგად და რაციონალუარდ გადანაწილებული წლის განმავლობაში, ესაა ძალიან დიდი ინვესტიცია, $850 მილიონამდე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პოსტპანდემიური ეკონომიკისთვის. აქედან $300 მილიონის მეაქნიკური ნაწილი იქნება შეძენილი საზღვარგარეთ, ჩვენ ჯერჯერობით არ ვაწარმოებთ ამას, მაგრამ $527 მილიონი ადგილობრივ ბაზარზე დაიხარჯება. ჰესის მშენებლობის პერიოდში საქართველოს 1 600 მოქალაქე დასაქმდება. ახლაც უკვე 301 მოქალაქეა დასაქმებული, პროექტის საწყის ეტაპზე“, – აღნიშნა თურნავამ.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით ნამახვანი ჰესის პროექტი საფუძვლიანადაა შესწავლილი. „2015 წლის შემდეგ, გავიდა 5 წელი ვიდრე გარემოს დაცვის სამინისტრომ და ჩვენ გავეცით ნებართვები და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მიდიოდა პროექტის დახვეწა, როგორც ტექნიკური, ასევე ეკოლოგიური დაცვის თვალსაზრისით“, – განაცხადა თურნავამ

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები