გურიაში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, გურიის რეგიონში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული  ინფორმაციით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6351 კვლევა ტესტით, მათ შორის 3464 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2887 PCR ტესტით.
ცხრა მარტის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ინფიცირების 139 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 273137 – ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 129 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 267 015 – მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3601 პირი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები