გასულ 24 საათში რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში კორონავირუსით არავინ დაინფიცირებულა

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 139-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 273137-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

აჭარა -3, იმერეთი -24, ქვემო ქართლი -9, შიდა ქართლი -10, გურია -7, სამეგრელო – ზემო სვანეთი -9, კახეთი -3, მცხეთა-მთიანეთი -0, სამცხე-ჯავახეთი -2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -0, – ასეთია სტატისტიკა რეგიონების მიხედვით.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში შემავალი მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტები „რეგიონულ კვირასთან“ აცხადებენ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ამბროლაურში, ონში, ცაგერსა და ლენტეხში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა არ დადასტურებულა.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში ამ დროისთვის 65-მდე ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები