გურჯაანში, ახალშობილი სავარაუდოდ ოჯახური კონფლიქტის დროს დაიღუპა. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.
ოჯახის ახლობლების განცხადებით, ცოლ-ქმარს შორის ჩხუბი ხშირად ხდებოდა, თუმცა ამჯერად, დაპირისპირების მიზეზი უცნობია.
ბავშვის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი. მშობლები კი პოლიციის რაიონულ განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებიან.
“რეგიონული კვირა” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და დეტალებს მომხდართან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში მოგაწვდით.