კოვიდინფიცირების 139 ახალი შემთხვევიდან 24 იმერეთში დაფიქსირდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 139 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 24 დაფიქსირდა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 495, საიდანაც 1 383 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის იმერეთში – 266.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 278 პირი, მათ შორის იმერეთში – 80. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 77 პირი, მათგან იმერეთში – 10. 114 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 4 – იმერეთში. 998 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.
ვირუსით ქვეყანაში კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები