გასულ 24 საათში კახეთში კორონავირუსი კიდევ 3 ადამიანს დაუდასტურდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდინფიცირების 139 ახალი შემთხვევიდან 3 კახეთში დაფიქსირდა.
ამის შესახებ ინფორმაცია
მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 139 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 72 შემთხვევა, აჭარა – 3, იმერეთი – 24, ქვემო ქართლი – 9, შიდა ქართლი – 10, გურია – 7, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 9, კახეთი – 3, მცხეთა-მთიანეთი – 0, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0”,- აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა.