“წითელი ჯვრისა” და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ლანჩხუთში ხანდაზმულებს ტელეფონები გადასცეს
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის პარტნიორობით განხორციელდა პროექტი, რომლის მიზანია COVID19-თან დაკავშირებულ გამოწვევებზე რეაგირება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ლანჩხუთის ფილიალის წარმომადგენლებმა და მოხალისეებმა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, მარტოდ მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ, 60 წელს გადაცილებულ ხანდაზმულებს, საჩუქრად ტელეფონები გადასცეს.