შსს-მ მარტვილში მომხდარ ინციდენტზე რა დროსაც ჟურნალისტები დაშავდნენ, გამოძიება დაიწყო

მარტვილში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რა დროსაც ჭყონდიდის ეპარქიაში რამდენიმე ადამიანი აივნიდან გადავარდა შსს-მ გამოძიება დაიწყო.

როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

ცნობისთვის,მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებისა და მრევლის შეხვედრაზე რამდენიმე ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა.ადგილზე შეხლა-შემოხლის დროს, ჩამოინგრა აივნის მოაჯირი, რის შედეგადაც მედიის წარმომადგენლები რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდნენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები