ლანჩხუთში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მედპერსონალს 8 მარტი მიულოცეს
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ვლადიმერ ნანაძემ რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის, ,,მედალფას” კლინიკის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედპერსონალს პირადად მიულოცეს 8 მარტი და ყვავილები გადასცეს.
-უდიდესი პატივისცემით გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს. გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. თქვენ ჩვენი სიცოცხლის სადარაჯოზე დგახართ. განსაკუთრებით დიდია თქვენი ღვაწლი პანდემიასთან ბრძოლის კუთხით. მადლობა თავდაუზოგავი შრომისთვის – განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.
მუნიციპალიტეტის მერმა 8 მარტი ,,გამარჯვებულ ქალთა კლუბის” წევრებსაც მიულოცა და მათთან ერთად ის გეგმები განიხილა, რომლის განხორცილებასაც კლუბი, ადგილობრივი ხელისუფლების ხელშეწყობით, სამომავლოდ აპირებს.