ონში სარვამარტო ღონისძიებები გაიმართა
“ონის მუნიციპალიტეტში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა-ამ ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია აქვეყნებს. მათი განმარტებით ონის მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლასა და ბიბლიოთეკაში სტუმრებს უმასპინძლეს და ქალბატონებს ლამაზი დღესასწაული მოუწყვეს. ონელმა პოეტმა ანა ერისთავმა დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ქალბატონებს 8 მარტი საკუთარი ლექსებით მიულოცა.სამხატვრო სკოლის მოსწავლემ ლუკა ლიჩელმა კი საკუთარი ნახატების გამოფენა ქალთა საერთაშორისო დღეს მიუძღვნა.
ღონისძიებას ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩიკვაიძე და მოადგილე ეკა მაისურაძე ესრებოდნენ.