ადიგენის მერიამ 8 მარტი 102 წლის ქალს მიულოცა
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიისაგან, სოფელ უდეში მცხოვრებ 102 წლის ქალბატონს, შუშანა სტანჩიკოვას საჩუქრად 500 ლარი და ყვავილები გადაეცა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მერიიდან აცნობეს.
“მერის მოადგილემ არსენ ბალახაშვილმა, ასევე მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს და ვარდები გადასცეს საჩუქრად მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალბატონებს”,-წერია განცხადებაში.