ინციდენტი ჭყონდიდის ეპარქიაში – სასულიერო პირების დაპირისპირების დროს სხვადასხვა ტელევიზიის ჟურნალისტები დაშავდნენ
ინციდენტი ჭყონდიდის ეპარქიაში – არსებული ინფორმაციით, სასულიერო პირების შეკრებაზე დაშავდნენ “რუსთავის 2-ის”, “ტვ.პირველის”,”ფორმულას, “პოსტივის” ოპერატორები.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა საავადმოყოფოში გადაიყვანეს.
ინციდენტი მარტვილის ეპარქიაში მაშინ მოხდა, როდესაც ჭყონდიდის ეპარქიაში მეუფე სტეფანესა და სასულიერო პირებს შორის შეხვედრა მიმდინარეობდა.
შემთხვევის დროს აივნის მოაჯირი მოწყდა, რა დროსაც შენობის მეორე სართულიდან მედიის წარმომადგენლები ეზოში გადავარდნენ.