ცაგერის მერიამ მედიკოსებს 8 მარტი მიულოცა
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა ქალთა დღე მიულოცეს საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს,სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებს სიმბოლური საჩუქრებით მიულოცეს. „ სიმბოლური საჩუქრები გადასცეს ქალბატონებს,რომლებიც ოცდაოთხსაათიან რეჟიმში ჩვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე იმყოფებიან,თავიანთი პროფესიონალიზმით და საქმისადმი ერთგულებით სამაგალითოდ უმკლავდებიან მსოფლიო პანდემიას“,-განაცხადა „რეგიონულ კვირასთან“ მერიის კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი კვირიკაშვილმა.