ჭიათურის მერმა ნატა შეყლაშვილს 100 წლის იუბილე და 8 მარტი მიულოცა
ჭიათურაში მცხოვრებ ნატა შეყლაშვილს დღეს 100 წელი შეუსრულდა
ჭიათურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ნატა შეყლაშვილს დღეს 100 წელი შეუსრულდა.
უხუცესი ქალბატონი 1921 წლის 8 მარტს ჭიათურაში, სოფელ ითხვისში დაიბადა.
საუკუნის ქალბატონს საიუბილეო თარიღი ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ მიულოცა.
“საუკუნის იუბილეს და ქალთა დღეს ვულოცავ ქალბატონ ნატას. ჯანმრთელობას და თავისი დიდი ოჯახის დღეგრძელობას ვუსურვებ.ბედნიერებაა,რომ გვყვანან ასეთი ხანდაზმული და ძვირფასი ადამიანები”-განაცხადა ჭიათურის მერმა.
ნატა შეყლაშვილი 40 წლის განმავლობაში ჭიათურის კავშირგაბმულობის სისტემაში მუშაობდა.
ჰყავს 4 შვილი, 9 შვილიშვილი , 12 შვილთაშვილი და 2 შვილთაშვილის შვილი.