ჭყონდიდის ეპარქიაში მრევლის ნაწილი ორი დიაკვნისთვის მღვდელმსახურების შეჩერებას აპროტესტებს

ჭყონდიდის ეპარქიაში მრევლის ნაწილია შეკრებილი. ისინი დიაკვნების – კონსტანტინე გაბოსონიასა და პეტრე ღუდუშაურისთვის მღვდელმსახურების შეჩერებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება უსამართლოა.

პროტესტს მრევლის ნაწილის გარდა, უერთდებიან მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის მონაზვნები. ამ წუთებში, მეუფის რეზიდენციაში სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც ეპარქიის ახალი მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე ხელმძღვანელობს. სხდომას ესწრებიან თავად დიაკვნები, რომლებსაც მღვდელმასურების უფლება გუშინ შეუჩერდათ. ასევე – ჭყონდიდის ეპარქიისა და ლენტეხი-ცაგერის ეპარქიიდან მოსული სასულიერო პირები. სხდომა მედიისთვის დახურულია. მის შედეგებს მრევლის ნაწილი რეზიდენციის შესასვლელთან ელოდება.

მეუფე სტეფანე კლარჯიაშვილმა გუშინ, ეპარქიაში მოღვაწე ორ დიაკვანს მღვდელსამხურების უფლება შეუჩერა. მიზეზად ურჩობა და სასულიერო პირებისთვის მიუღებელი საქციელი დაასახელა. როგორც მეუფემ განმარტა, პეტრე ღუდუშაური და კონსტანტინე გაბისონია არიან ეპარქიის ყოფილი მეუფის პეტრე ცაავას თანამოაზრეები. მისი თქმით, პეტრე ცაავა არის ცილისმწამებელი და დიაკვნების საქციელი ემსახურებოდა სასულიერო პირებს შორის განხეთქილებას, რასაც, მისივე განცხადებით, ეპარქიაში არ დაუშვებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები