გოგი მეშველიანმა თანამშრომლებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა   გოგი მეშველიანმა

სამაჟორიტარო ოლქში  შემავალ, ოთხივე ბიუროს თანამშრომლებს  ბოლნისში  უმასპინძლა.

მაჟორიტარმა ბიუროში მომუშავე ქალებს  8 მარტი მიულოცა , წარმატებები უსურვა და ყვავილების თაიგულები გადასცათ.

“ძვირფასო ქალბატონებო გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს! გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს პირად ცხოვრებასა და საზოგადოებრივ საქმიანობაში! ჩემთვის ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ჩვენი ბიუროს თანამშრომელთა უმრავლესობა ქალბატონები არიან. მათ წარმატებებს და უამრავ სიხარულს ვუსურვებ!”- განაცხადა გოგი მეშველიანმა

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები