ქალთა დღე ზესტაფონის მერმა ექიმ ქალბატონებს მიულოცა

8 მარტი, ქალთა დღე, გიორგი გოგლიჩიძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან, ვახტანგ ღამბაშიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სამედიცინო სფეროში მოღვაწე ქალბატონებს მიულოცა.

ზესტაფონის მერი, სასწრაფო – სამედიცინო სამსახურის და სხვადასხვა კლინიკების სამედიცინო პერსონალს შეხვდა, ყვავილები მიართვა და თითოეულ მათგანს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის.

როგორც გიორგი გოგლიჩიძემ აღნიშნა, ღონისძიების მიზანია, ქალთა დღესასწაულების მილოცვა,  განსაკუთრებით, იმ სფეროს წარმომადგენლებისთვის, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად,  დღემდე დგანან, პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე.

 

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები