ადგილობრივებს 8 მარტი ბაღდათშიც მიულოცეს
ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალებს 8 მარტი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლება მიულოცეს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა, ქალთა საერთაშორისო დღე, ბაღდათში მცხოვრებ ქალებს მიულოცეს და საჩუქრად ყვავილები გადასცეს.