გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
გზის გაწმენდის შემდეგ, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, – ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
დეპარტამენტის ცნობით, ამ ეტაპზე, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.