შუახევში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს 8 მარტი მიულოცეს
ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ომარ ტაკიძემ, საკრებულოს მოადგილე ვახტანგ ზოიძესთან ერთად მედიცინის მუშაკს, ფიქრია ჯუმუშაძეს დღევანდელი დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა. ფიქრია ჯუმუშაძე სამედიცინო საქმიანობას 1998 წლიდან ეწევა. თავდაპირველად შუბნის საუბნო საავადმყოფოში ექიმ-პედიატრად, საავადმყოფოს დირექტორიდ მუშაობდა. 2005 წლიდან აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის შუახევის განყოფილების უფროსია. ქალბატონი ფიქრია დაუღალავად ემსახურება საზოგადოებას და ზრუნავს მათ ჯანმრთელობაზე. გამოირჩევა პროფესიონალიზმითა და საქმისადმი განსაკუთრებული პასუხისმგებლობით. პანდემიის დაწყების დღიდან თავის გუნდთან ერთად აქტიურადაა ჩართული კორონავირუსთან ბრძოლაში. დედისა და ქალთა საერთაშორისო დღე ხელმძღვანელ პირებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და რაიონული ჰოსპიტალის თანამშრომლებსაც მიულოცეს.