გურიაში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში, გურიის რეგიონში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
Stopcov.ge ინფორმაციით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 7823 კვლევა ტესტით, მათ შორის 3613 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4210 PCR ტესტით.
რვა მარტის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ინფიცირების 143 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 272998-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 193 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 266 886 – მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3591პირი ემსხვერპლა.